აშშ უკრაინისთვის Switchblade-600 კამიკაძე დრონების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ამზადებს
22/08/2022 19:29:36 მსოფლიო
აშშ მზადაა, უკრაინისთვის Switchblade -600 ტიპის მძლავრი კამიკაძე დრონების მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმოს, - იუწყება Defense News.
წინა პერიოდში უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკისგან რამდენიმე ერთეული შედარებით მცირე სამოქმედო რადიუსის მქონე Switchblade-300 და Phoenix Ghost.
როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, Switchblade -600-ებმა შეიძლება, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკრაინის სამხრეთში დაგეგმილი კონტრშეტევისას რუსეთის ძალებზე იერიშების განხორციელებაში.
"Switchblade -ის შესაძლებლობები სასარგებლო იქნება ყირიმისა და ხერსონის მიმართულებით უკრაინელების კონტრშეტევისას. დრონები შეიძლება, რუსული სისტემების წვდომის არეალს გასცდეს და რუსულ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენოს" - განმარტავს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცენტრის ექსპერტი სემოელ ბენდეტი.
ცნობისთვის: Switchblade -600-ს ძალუძს, სამიზნეებს 40 კმ სიშორეზე შეუტიოს და ჰაერში 40 წთ-მდე დაჰყოს.


