ენტონი ფაუჩი თანამდებობებს ტოვებს
22/08/2022 19:01:51 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი დაკავებული თანამბებობიდან დეკემბერში გადადგება.
იგი ასევე დატოვებს ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობასაც.
ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს 38 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ფაუჩის თანამდებობიდან წასვლის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მეცნიერს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.


