ფინეთის პრემიერ–მინისტრის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია
22/08/2022 18:47:07 მსოფლიო
ფინეთის პრემიერ–მინისტრ სანა მარინის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პრემიერ–მინისტრმა ნარკოლოგიური ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც გასულ კვირას წვეულების დროს გადაღებული მისი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში მისი ცეკვის კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ის ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე ცეკვავს.


