Accentnews.ge
"აზოვი": "ქალი, რომელსაც ФСБ დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, ჩვენთან კავშირში არაა"

"აზოვი": "ქალი, რომელსაც ФСБ დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, ჩვენთან კავშირში არაა"

22/08/2022 17:46:17 მსოფლიო

"აზოვის" ბატალიონის წევრები აცხადებენ, რომ არავითარ კავშირში არ არიან ქალთან, რომელიც ФСБ-ს მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

პოლკში ამბობენ, რომ დოკუმენტები, რომლებიც რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა, ყალბია:

"ქალს, რომლის სახელი და პირადობის მოწმობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიებაზე, არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვის" პოლკთან და ის არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს დანაყოფს".

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S