Accentnews.ge
"ტყეში არის აქტიური კერებიც, მუშაობენ გზის გაყვანაზე, რომ ცეცხლს ჩასაქრობად მივუდგეთ"

"ტყეში არის აქტიური კერებიც, მუშაობენ გზის გაყვანაზე, რომ ცეცხლს ჩასაქრობად მივუდგეთ"

22/08/2022 16:10:50 საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე ცეცხლის მცირე კერები იქნება.

"ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები. არის აქტიური კერებიც. დაახლოებით 1200 კაცზე მეტია მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს დაცვის წარმომადგენლებიც არიან. ასევე, მობილიზებულია ტექნიკა - 120-110 ერთეული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც გზის გაყვანაზე მუშაობენ, რომ მიუდგნენ - ფიზიკურად ვერ უდგებიან ადამიანები. ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენებიც, თუმცა წყალი თუ არ მიაწოდეს, მარტო ადამიანის ჩასვლა ცეცხლს ვერ ჩააქრობს, აქედან გამომდინარე, გზების გაყვანაზე მუშაობს ტექნიკა, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ არ ამოვარდა ქარი, ღამით კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. ხანძარი ლოკალიზებული გვაქვს სოფლებისკენ, დასახლებული პუნქტებისკენ რომ არ გავრცელდეს მანქანებია მობილიზებული. თუ ძლიერი ქარი ამოვარდა, შესაძლებელია მეტი ტერიტორია დაიწვას, ვიდრე ახლაა დამწვარი. თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ქვაბისხევის ტყეში მეოთხე დღეა, ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S