Accentnews.ge
ლუბიანკა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთს  5798 დღეა, ეძებს, ნემცოვისას - 2733, დარია დუგინასი კი 2 დღეში დაადგინა

ლუბიანკა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთს 5798 დღეა, ეძებს, ნემცოვისას - 2733, დარია დუგინასი კი 2 დღეში დაადგინა

22/08/2022 14:49:22 მსოფლიო

რუსეთის საგამოძიებო უწყებები ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორებს უკვე 5798 დღეა, ეძებენ, უფლედამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობის ორგანიზატორებს - 4786 დღეა, ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორებს - 2733 დღე, ხოლო პუტინის კონსულტანტის, "რუსსკი მირის" იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქების დამკვეთები და შემსრულებლები 2 დღეში დაადგინეს.

ამ სავალალო სტატისტიკას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის შტაბი აქვეყნებს.

ცნობისთვის: ФСБ–მ დარია დუგინას აფეთქების ოპერაციის უშუალო შემსრულებლებად უკრაინელი ნატალია ვოვკი და მისი ქალიშვილი სოფია შაბანი დაასახელა, ხოლო დამკვეთად - უკრაინის სპეცსამსახურები. ФСБ–ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქალები რუსეთიდან ესტონეთში არიან გადასულები.

20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S