Accentnews.ge
პუტინმა დუგინას მკვლელობას "სასტიკი დანაშაული" უწოდა

პუტინმა დუგინას მკვლელობას "სასტიკი დანაშაული" უწოდა

22/08/2022 14:30:31 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისი კონსულტანტის, კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის - პროპაგანდისტი დარია დუგინას მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და ოჯახს "გულწრფელ სამძიმარს" უცხადებს.

„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე. ნათელი, ნიჭიერი ადამიანის, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა – კეთილი, მოსიყვარულე და ღია. ჟურნალისტი, სწავლული, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. იგი პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი“, – აცხადებს პუტინი და თავად დარია დუგინას „რუსეთის პატრიოტად“ მოიხსენიებს.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S