ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბური მისიის დასაწყებად ემზადება
22/08/2022 14:36:19 მსოფლიო
ევროკავშირი გეგმავს, უკრაინის ერთ-ერთ მეზობელ სახელმწიფოში უკრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბური მისია განახორციელოს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ლიდერმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მომავალ კვირას პრაღაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინელი სამხედროების მასშტაბური წვრთნების ოპერაციის ინიციატივა "პოლიტიკურად იქნება განხილული".
"გონივრულად გამოიყურება, რომ ომი, რომელიც გრძელდება და განწირულია, მოითხოვს ძალისხმევას არამარტო მიწოდებების, არამედ უკრაინული ჯარის წვრთნებისა და მის ორგანიზებაში დახმარების კუთხით" - აღნიშნა ბორელმა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხს მხარს დაუჭერენ.


