უკრაინამ მოლდოვასთან სარკინიგზო კავშირი ვადაზე ადრე აღადგინა
22/08/2022 14:26:12 მსოფლიო
უკრაინის ოდესის ოლქში რკინიგზელებმა ბერეზინო (უკრაინა) - ბასარაბიასკას (მოლდოვა) მონაკვეთი დათქმულ ვადაზე ადრე აღადგინეს - იუწყება მოლდოვას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ანდრეი სპინუ და დასძენს, რომ დღეიდან უკრაინასა და მოლდოვას შორის სარკინიგზო მიმოსვლა თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
საუბარია უპირველესად სატვირთო შემადგენლობების მიმოსვლაზე.
ცნობისთვის: ხსენებულ ხაზზე მოძრაობა 1997 წელს შეწყდა, აღდგენილი მონაკვეთის სიგრძე 23 კილომეტრს შეადგენს და მის რეაბილიტაციას თვეზე ოდნავ მეტი დასჭირდა. მოლდოვას მხრიდან მხოლოდ 1 კილომეტრი იქნა აღდგენილი დანარჩენი სამუშაოები უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.


