Accentnews.ge
კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას ასახელებს

კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას ასახელებს

22/08/2022 13:43:03 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთთან 6 თვის განმავლობაში მიმდინარე ომში დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა დაახლოებით 9000–ია.

მას არ დაუკონკრეტებია, მოიცავდა თუ არა ხსენებული მაჩვენებლი დაღუპულ მესაზღვრეებს.

"ბავშვებს არ ესმით რა ხდება, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ დაცვა, რადგან მათი მამა ფრონტზე წავიდა და შესაძლოა, ერთ-ერთია იმ 9000-მდე დაღუპული უკრაინელი გმირიდან“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის გენერალური შტაბის 22 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთმა ომში უკე 45 500 –მდე სამხედრო დაკარგა. აშშ–ის მონაცემებით, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ომში დაღუპულ რუსთა საერთო რაოდენობა 15000-ია. თავად რუსეთის ფედერაციაში დანაკარგებზე არ საუბრობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S