Accentnews.ge
უკრაინელებმა ანტონოვის ხიდს კვლავ დაარტყეს

უკრაინელებმა ანტონოვის ხიდს კვლავ დაარტყეს

22/08/2022 13:48:07 მსოფლიო

უკრაინელებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ანტონოვის ხიდს კვლავ შეუტიეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

"ანტონოვის ხიდი ერთ-ერთია იმ სატრანსპორტო მიმართულებებს შორის, რომელთა რეანიმირებასაც რუსები ცდილობენ. მაგრამ მსგავს კონსტრუქციას ერთი სათლი ბეტონით ვერ შეაკეთებ, ეს მოითხოვს მნიშვნელოვან რემონტსა და ტექნოლოგიურ პროცესებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ხიდზე კონტროლს ვაგრძელებთ და დისტანციურად შევახსენებთ რუსებს, რომ ხერსონის ოლქი უკრაინაა" - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში და დასძინეს, რომ "მტერი ანტონოვის ხიდს ვერ აღადგენს".

როგორც სოციალურ ქსელებში თვითმხილველები იუწყებიან, ახალი დარტყმების შედეგად ხიდის ნაწილი ჩამოინგრა და ნამსხვრევებმა დაბა ანტონოვკამდეც კი მიაღწია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ხიდზე ტყვია-წამლით სავსე ცხრა რუსული "კამაზი" გადაადგილდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S