"ყველა რუსისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა"
22/08/2022 13:16:57 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წინააღმდეგია, რუსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს.
„ყველა რუსისთვის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ.
"ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები რუსებისთვის ვიზების აკრძალვასთან დაკავშირებით, ზოგი კი მის მხარდაჭერას არ აპირებს", – დასძინა მან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რუსებს ევროპაში შესვლა აეკრძალოთ.


