Accentnews.ge
ერევანში უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მხარდამჭერი პროკლამაციები გამოჩნდა

ერევანში უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მხარდამჭერი პროკლამაციები გამოჩნდა

22/08/2022 12:39:18 საზოგადოება

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერთა სიმბოლოს - Z-ის შემცველი პროკლამაციები გამოჩნდა, რომლებშიც პოსტსაბჭოთა სივრცის რიგი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ანექსიაზეა საუბარი.

ხეებსა და ბოძებზე გაკრულ ფურცლებზე სომხურ ენაზე დატანილია სლოგანები:

  • «ყირიმი რუსეთია.
  • დონეცკი რუსეთია.
  • ლუჰანსკი რუსეთია.
  • მარიუპოლი რუსეთია.
  • ზაპოროჟიე რუსეთია.
  • ხერსონი რუსეთია.
  • ტირასპოლი რუსეთია.
  • ცხინვალი რუსეთია.
  • ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება.
  • არცახი [მთიანი ყარაბაღი- რედ.] იყოს რუსეთი».

პროკლამაციები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების მზადების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გაიკრა. სოცქსელების მოხმარებლებმა მათ მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხსა და რუსეთის მმართველი პარტია «Единая Россия»-ს სტილში შერჩეულ დიზაინზე გაამახვილეს ყურადღება.

გარდა ამისა, ფურცლებზე ექს-პრეზიდენტ და ექს-პრემიერ რობერტ ქოჩარიანის საპარლამენტო ბლოკ «აიასტანის» ლოგოტიპია დატანილი. თუმცა ბლოკმა ამ პროკლამაციებთან კავშირი უარყო და მომხდარში მოქმედ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერები დაადანაშაულა. «აიასტანმა» კი მომხდარს პროვოკაცია უწოდა.

ცნობისთვის: ქოჩარიანს კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკოსად მოიაზრებენ. მისი კრიტიკოსები თვლიან, რომ ხსენებული აქცია ერევანში - ეს პრორუსული ძალების მიერ ქოჩარიანისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მხარდაჭერის დემონსტრირების მცდელობაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S