
ამინდის 22–27 აგვისტოს პროგნოზი
22/08/2022 10:33:11 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +35, +40, სანაპირო რაიონებში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.