მედია – ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა
22/08/2022 10:28:52 მსოფლიო
გაზპრომის“ განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო მილსადენის მუშაობას აჩერებს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მეტად შეუმციროს გაზის მიწოდება და მოსახლეობას ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი გვაქვს. უნდა ველოდოთ,რომ პუტინი კიდევ შეამცირებს გაზის მოწოდებას“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.


