Accentnews.ge
ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური – ომი პუტინისთვის კოშმარული სცენარით მიმდინარეობს

ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური – ომი პუტინისთვის კოშმარული სცენარით მიმდინარეობს

22/08/2022 09:37:26 მსოფლიო

ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი, ლორდი რიჩარდ დანატი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის "კოშმარული სცენარით" მიმდინარეობს.

მისი თქმით, ომი სრულიად განსხვავებულად წარიმართა, ვიდრე ამას პუტინი წარმოიდგენდა:

"თუ დავუბრუნდებით 24 თებერვალს, 6 თვის უკან პუტინის მოლოდინი იყო ბელარუსიდან ელვისებური დარტყმით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის დასრულება, კიევში რეჟიმის შეცვლა, მთავრობის შეცვლა და უკრაინის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევა. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსებს თავიდანვე უნდა გაეთვალათ ის, რის გაკეთებასაც ცდილობდნენ".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S