ბრიტანული დაზვევრვა– რუსეთს უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება დონბასში ჯარების გასაძლიერებლად
22/08/2022 08:30:34 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთს უჭირს დამხმარე ძალების მოტივირება დონბასში ჯარების გასაძლიერებლად.
უწყების ცნობით, მეთაურები სავარაუდოდ ფინანსური წახალისების ხერხს მიმართავენ.
"პრობლემას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რაც ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, კანონიერად აიძულოს სამხედროებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა", – აცახდებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.


