მედია – მიმდინარე კვირაში ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება
22/08/2022 08:06:32 მსოფლიო
მიმდინარე კვირაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული სიტუაცია და უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტიერეშთან ლვოვში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს გეგმავდა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით "სპეციალური ზომების მიღებისკენ" მოუწწოდებს
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა.


