შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მასშტაბური, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
22/08/2022 07:42:31 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მასშტაბური, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. როგორც ორი ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, საველე წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალი შესაძლო საფრთხის საპასუხოდ მოკავშირეების მზადყოფნის გაძლიერებაა.
წვრთნები დღეს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან ორი საკრუიზო რაკეტა გაუშვა, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა წვრთნებისთვის სამზადისი დაიწყეს.
მანამდე, შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ მონაწილეობა მიიღეს ბალისტიკურ რაკეტსაწინააღმდეგო წვრთნებში ჰავაის სანაპიროებთან. ეს იყო პირველი ასეთი ტიპის წვრთნები 2017 წლის შემდეგ.


