"მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის "წითელი ხაზი", რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება"
22/08/2022 06:36:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის "წითელი ხაზი", რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება.
„ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლში ამზადებენ დეკორაციებს ოკუპანტების მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის. თუ ეს საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ ჩვენ ხალხს ამ დეკორციებზე შეიყვანენ ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი მოლაპარაკებებიდან საკუთარ თავს მოწყვეტს. საუბარი აღარ იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან გმირებისა და უკრაინელი ხალხის თავისუფლების დამცველების დაცინვას.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკვე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც ინფორმირებულია კიევის პოზიციის შესახებ. მისი თქმით, ეს პოზიცია ცნობილია თურქეთის პრეზიდენტისა და გაერო-სთვისაც.


