Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – მტერი წინ მიიწევდა რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია

უკრაინის გენშტაბი – მტერი წინ მიიწევდა რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია

22/08/2022 06:26:02 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი წინ მიიწევდა რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

"სლავიანსკის მიმართულებით, მტერმა სცადა შეტევის განხორციელება დოლგენკოე - დიბროვნოეს, ბრაჟკოვკა - ნოვაია დმიტროვკას მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან ცეცხლი გაუხსნა სოლედარის, ზაიცევოსა და ბელოგოროვკის დასახლებების ტერიტორიებს, ახორციელებდა შეტევას ვერშინა - კოდემადს და გლადოსოვო - კოდემას მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

ავდიივკას მიმართულებით, მტერმა არტილერიით დაბომბა მარინკას, პესკის, ავდიივკასა და ნეველსკოეს ახლომდებარე ტერიტორიები. ის ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას რამდენიმე დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია“, - აცხადებენ გენშტაბში.

ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს დოროჟნიანკას, ნოვოსელკასა და მალაია ტოკმაჩკას ტერიტორიებზე. მოწინააღმდეგე წინ მიიწევდა მაკაროვკა - ვრემივკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია", – აცხადებენ გენშტაბში.

მისი ცნობით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლები კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებით გრძელდება.

"ვოლინის, პოლესკის და სევერსკის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. მტერმა არტილერიით დაბომბა კატერინივკას ტერიტორია და სუმის ოლქის სოფელ ობოდი.

ხარკოვის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა სვეტლიჩნის, სლატინის, პიტომნიკის, პეტროვკას, სენდის, გუსაროვკას, მოსპანოვეს, კოლოდეზნოისა და პრიშიბის მახლობლად ტერიტორიები.

კრამატორსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა რაზდოლევკას, გრიგოროვკას, ვერხნეკამენსკის, დრონოვკასა და სერებრიანკას მახლობლად. მტერი ცდილობს შეტევას სპორნოე - ვესელეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

სტრიაპოვკა - სოლედარის, პოკროვსკოე - ბახმუტის, ტრავნევოე - კოდემა, სემიგორიე - ზაიცევოსა და გლადოსოვო - კურდიუმოვკა მიმართულებებით საომარი მოქმედებები გრძელდება", – აცხადებენ გენშტაბში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S