Accentnews.ge
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი მონაწილეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი მონაწილეობს

22/08/2022 06:10:38 საზოგადოება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში 300 მეხანძრე-მაშველთან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 წარმომადგენელთან ერთად 4 ვერტმფრენია ჩართული.

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

წუხელ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია,რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები.

„ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა "MTLB" (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის კიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S