Accentnews.ge
ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

21/08/2022 17:59:24 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S