Accentnews.ge
უკრაინაში შესაძლოა, ამომრჩევლების მიერ დეპუტატთა გაწვევა დაუშვან

უკრაინაში შესაძლოა, ამომრჩევლების მიერ დეპუტატთა გაწვევა დაუშვან

21/08/2022 13:13:54 მსოფლიო

უკრაინაში შესაძლოა, ამომრჩევლების მიერ დეპუტატთა გაწვევა დაუშვან, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა რომლითაც უმაღლეს რადას პრეზიდენტის პარტია "ხალხის მსახურის" წევრმა გიორგი მაზურაშმა მიმართა, უკვე ოფიციალურად არის დარეგისტრირებული.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ნესბისმიერი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს ენიჭებათ უფლება, მათ მიერ არჩეული დეპუტატის უკან გაწვევის მოთხოვნით მიმართონ ცსკ-ს, თუკი ეს კანონმდებელი სისტემატიურად არიდებს თავს სადეპუტატო ვალდებულებების შესრულებას, ან/და სახალხო დეპუტატის უფლებამოსილებას პირად მერკანტიულ მიზნებში იყენებს, ან/და არღვევს სადეპუტატო ეთიკისა და მორალის ნორმებს, ან/და მალავს საკუთარ ქონებასა და შემოსავალს.

ამომრჩეველს ცსკ-თვის მისამართად შეუძლია, მოიწვიოს საარჩევნო ოლქის კრება, ან გამართოს მოსახლეობის შეკრება ოქლის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საწარმოში, ორგანიზაციაში თუ სხვა დაწესებულებაში. საკითხის ინიცირებისთვის სულ მცირე 300 ამომრჩევლის თანხმობაა საჭირო. შემდგომში დეპუტატის გაწვევის პროცესს ორგანიზებას ცსკ უწევს.

თავად დეპუტატს უფლება ენიჭება, ამომრჩეველთა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, რომლის ვერდიქტი საბოლოო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S