Accentnews.ge
"გერმანიის რამდენიმე ციხეში ქართველი მსჯავრდებულების რაოდენობა ყველაზე დიდია"

"გერმანიის რამდენიმე ციხეში ქართველი მსჯავრდებულების რაოდენობა ყველაზე დიდია"

10/10/2019 07:30:51 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას განცხადებით, "გერმანიის რამდენიმე ციხეში ქართველი მსჯავრდებულების რაოდენობა ყველაზე დიდია".

„ბავარიის მიწებზე რამდენიმე ციხეში ყველაზე დიდია ჩვენი მსჯავრდებულების, ჩვენი მოქალაქე მსჯავრდებულების რაოდენობა. ასევე, გვაქვს პირდაპირი ფრენა ქალაქ მიუნხენის მიმართულებით და არის საჭიროება, რომ გვქონდეს სრულფასოვანი, გამართული საკონსულო დაწესებულება”, – განაცხადა ნინუამ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. 

ცნობისთვის: 30 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ  2020 წლისთვის გენერალური საკონსულოების გახსნა იტალიაში, პარიზში, აფრიკის კონტინენტზე და მიუნხენში იგეგმება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაკადი არის ამ მიმართულებით, მზარდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების ამ რეგიონებში იწვევს იმას, რომ აუცილებელია ჩვენი შესაბამისი მომსახურების გაწევა. აქედან გამომდინარე, გენერალური საკონსულო იქნება პრიორიტეტული. ასევე აფრიკის კონტინენტზე ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ ერთი საელჩოა და არის განზრახვა, რომ ამ მიმართულებითაც გადაფარვის გაზრდა არაღიარების კუთხითაც იყოს", - განაცხადა ზალკალიანმა.






ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S