Accentnews.ge
ალექსანდრე დუგინი ჰოსპიტალიზებულია

ალექსანდრე დუგინი ჰოსპიტალიზებულია

21/08/2022 12:53:29 მსოფლიო

კრემლის მთავარი იდეოლოგი, პროპაგანდისტი, პუტინის კონსულტამნტი ალექსანდრე დუგინი ჰოსპიტალიზებულია - წერს თავის ტელეგრამ არხში რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი.

მისივე თქმით ჰოსპიტალიზების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დუგინი კლინიკაში ქალიშვილის წუხანდელი აფეთქების ადგილის მონახულების შემდეგ გადაიყვანეს.

ცნობისთვის: გამოცემა "BAZA"-ს ცნობით, დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი ინფორმაციით, "დარია დუგინას მკვლელობა შეკვეთილი იყო, ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის ქვეშ, მძღოლის მხარეს დაამონტაჟეს".

მათივე ვარაუდით, "ეს მოხდა ავტოსადგომაზე, იმ დროს, როცა დარია და ალექსანდრე დუგინები "რუსსკი მირის" იდეისადმი მიძღვნილ მორიგ ახალგაზრდულ ფესტივალს ესწრებოდნენ".

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე დუგინი ღონისძიებაზე უკრაინაში რუსეთის ქმედებებისა და "დიადი ისტორიული რუსეთის აღდგენის" იდეის მხარდამჭერი მოხსენებით წარსდგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S