Accentnews.ge
ლიეტუვაში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო გემი ჩავიდა

ლიეტუვაში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო გემი ჩავიდა

21/08/2022 12:06:58 მსოფლიო

ლიეტუვაში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლიეტუვის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.

ამერიკული სადესანტო სამხედრო გემი USS Kearsarge კლაიპედის პორტში 20 აგვისტოს შევიდა.

ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკული ხომალდი ლიეტუვაში ნატო-ს მოკავშირეებისადმი სოლიდარობისა და ერთიანობის გამოსახატად ჩავიდა.

USS Kearsarge-ის სიგრძე 257,3 მეტრია, ხოლო სიგანე 60,1 მეტრი. გემის ეკიპაჟი 2 000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S