Accentnews.ge
ამერიკული Excalibur-ის საშუალებით უკრაინელებს რუსეთის მიწისქვეშა ობიექტების განადგურება შეეძლებათ

ამერიკული Excalibur-ის საშუალებით უკრაინელებს რუსეთის მიწისქვეშა ობიექტების განადგურება შეეძლებათ

21/08/2022 09:42:26 მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის გასაგზავნად მაღალი სიზუსტის საარტილერიო საბრძოლო მასალა Excalibur-ს ამზადებს,- იუწყება POLITICO და იქვე დასძენს, რომ Excalibur-ი ამერიკული სამხედრო დახმარების შემდეგ ტრანშში შევა.

როგორც გამოცემას დამოუკიდებელმა წყარომ აცნობა, Excalibur-ის მეშვეობით უკრაინული არმია რუსეთის მიწისქვეშა პოზიციებისა და სამეთაურო პუნქტების განადგურებას შეძლებს.

ცნობისთვის: ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დამხარების გამოყოფას მხარი დაუჭირა და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა კიევისთვის 775 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტით გათვალისწინებული შეიარაღების მიწოდება უზრუნველყოს.

ეს იმ შეიარაღების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში მიიღებს:

  • რაკეტებს Himars-ის სისტემებისთვის;
  • 16 ერთეულ ჰაუბიცას ჭურვითურთ;
  • Javelin-ის ტიპის 1000 ერთეული სარაკეტო კომპლექსი;
  • განაღმვის საშუალებები;
  • 15 ერთეულ "Scan Eagle"-ის ტიპის სადაზვერვო დრონს;
  • მაღალი გამავლობისა და ძლიერი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მქონე 40 ერთეულ Mrap-ის ტიპის ჯავშანმანქანას;
  • Tow-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს;
  • Harm-ის ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს;
  • Humvee-ს ტიპის დამატებითი ავტომობილები;
  • დაცული კავშრის ტაქტიკური სისტემები;
  • 2000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს;

სულ ომის დაწყების დროიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აქვს გაწეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S