Accentnews.ge
სანქცირებული რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული იახტა აუქციონზე გაიყიდება

სანქცირებული რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული იახტა აუქციონზე გაიყიდება

21/08/2022 07:11:34 მსოფლიო

სანქცირებული რუსი ოლიგარქის $75-მილიონიან სუპერიახტას გიბრალტარის აუქციონზე გაყიდიან. იახტა 2022 წლის მარტში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც ამერიკულმა ბანკმა, JP Morgan-მა გამოაცხადა, რომ მფლობელმა, დმიტრი პუმპიანსკიმ $20-მილიონიანი სესხი არ დაფარა.

აუქციონი 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.

დიმიტრი პუმპიანსკის, რომლის ქონება 2 მილიარდ დოლარს აღემატება, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

სანქციების დაწესების შემდეგ, 58 წლის პუმპიანსკიმ ფოლადის მილების კომპანიის OAO TMK-ის დირექტორთა საბჭო დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S