Accentnews.ge
"მოძებნე და გაანადგურე" – რა შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

"მოძებნე და გაანადგურე" – რა შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

21/08/2022 06:59:42 მსოფლიო

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღების სამიზნე რუსული არტილერიაა, – იუწყება Defense News.

"დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის "AGM-88" ტიპის მაღალსიჩქარიან ანტირადიაციულ რაკეტებს. უკრაინამ "AGM-88"–ები უკრაინული თვითმფრინავებით წარმატებით გამოიყენა. ეს რაკეტები საშუალებას აძლევს უკრაინას, მოძებნოს და გაანადგუროს რუსული რადარები“, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

მისი ცნობით, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ვაშინგტონი კიევს "Scan Eagle"–ს ტიპის "დრონებს" უგზავნის.

რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 775 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS);
  • 16 ერთეული ჰაუბიცა და 36 000 105მმ–იანი საარტილერიო ჭურვი;
  • 15 ერთეული "Scan Eagle"–ს ტიპის "დრონი";
  • "MRAP" –ს ტიპის 40 ერთეული ნაღმსაწინააღმდეგო ავტომობილი, რომლებიც ალყის გასარღვევად გამოიყენება;
  • მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტები ("AGM-88" იგივე "HARMs");
  • 50 ერთეული მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი (HMMWV);
  • 1500 მილით გაშვებული ოპტიკურად მიმავალი მავთულით მართვადი რაკეტა (TOW რაკეტები);
  • 1000 ერთეული "ჯაველინი";
  • 2000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი;
  • ნაღმების გამანეიტრალებელი აღჭურვილობა და სისტემები;
  • გამანადგურებელი საბრძოლო მასალები;
  • ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;
  • ღამის ხედვის მოწყობილობები;
  • თერმული გამოსახულების სისტემები;
  • ოპტიკა და ლაზერული დიაპაზონი.

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველების პერიოდში, საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S