Accentnews.ge
დვალიშვილმა ბრაზილიელი ლეგენდა დაამარცხა

დვალიშვილმა ბრაზილიელი ლეგენდა დაამარცხა

21/08/2022 05:58:12 საზოგადოება

დღეს, 21 აგვისტოს გამთენიისას, მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა.

ორთაბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მერაბმა მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„მე ლეგენდასთან ვიჩხუბე, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, საოცრად თავმდაბალია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“.ამგვარად, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, განახლებულ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს და ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდება .

ქართველმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარ დივიზიონში ნებისმიერ მეტოქეს შეხვდეს, საკუთარი მეგობრის, ალჯემაინ სტერლინგის გარდა: „ჩვენ ძმები ვართ და ერთმანეთთან არ ვიჩხუბებთ!“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S