Accentnews.ge
"გაერო მუშაობს აშშ–სთან და ევროკავშირთან, რათა რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სასუქები მსოფლიო ბაზრებზე დაუბრკოლებლად გავიდეს"

"გაერო მუშაობს აშშ–სთან და ევროკავშირთან, რათა რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სასუქები მსოფლიო ბაზრებზე დაუბრკოლებლად გავიდეს"

21/08/2022 05:44:23 მსოფლიო

გაერო–ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო მუშაობს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რათა რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებს მსოფლიო ბაზრებზე დაუბრკოლებელი წვდომა ჰქონდეს. ამის შესახებ მან სტამბოლში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების წყალობით 650 000 ტონა მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტი უკვე განხორციელდა უკრაინის პორტებიდან.

"შეთანხმების ამ პაკეტის მეორე ნაწილია რუსული კვების პროდუქტებისა და სასუქების, რომლებსაც არ ეხება სანქციები, დაუბრკოლებელი გატანა მსოფლიოს ბაზრებზე", - განაცხადა გუტერეშმა.

როგორც მან აღნიშნა, "იმ ქვეყნებმა, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინაში მისი შეჭრის გამო, ცხადად თქვეს, რომ ეს ზომები არ ეხება საკვებსა და სასუქებს. თუმცა ამის მიუხედავად, რუსული სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მაინც აწყდება დაბრკოლებებს".

გუტერეშის განცხადებით, უკრაინიდან და რუსეთიდან მეტი საკვებისა და სასუქების მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაზრების შემდგომი დამშვიდებისა და მომხმარებლებისთვის ფასების დაწევისთვის.

უკრაინაში ომის დაწყებამდე ხორბლის მსოფლიო ექსპორტის მესამედი რუსეთსა და უკრაინაზე მოდიოდა. რუსეთია ასევე სასუქის მთავარი ექსპორტიორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S