მოსკოვის სიახლოვეს დუგინის ქალიშვილი ააფეთქეს [ვიდეო]
20/08/2022 23:22:42 მსოფლიო
მოსკოვის სიახლოვეს აფეთქებას კრემლის მთავარი იდეოლოგის, პუტინის კონსულტანტ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია ემსხვერპლა, - იუწყება რუსული მედია.
გამოცემა "BAZA"-ს ცნობით, დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა.
სოცქსელებში ელვისებურად გავრცელდა თვითმხილველების მიერ ადგილზე გადაღებული ვიდეოკადრები:
რუსული პროპაგანდისტული ტელეარხების ცნობით კი, თავად ალექსანდრე დუგინიც იმ მანქანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

ცნობისთვის: დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.


