მედია – ჰაკერებმა ყირიმის ტელევიზია გატეხეს და ეთერში ზელენსკის მიმართვა გაუშვეს
20/08/2022 15:30:27 მსოფლიო
უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და ეთერში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გაუშვეს, რომელშიც იგი რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ "ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან" - იუწყება უკრაინული მედია.
„დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, - აცხადებს ზელენსკი.
ამასთან, ეთერში უჩვენეს უკრაინული პატრიოტული ვიდეო რგოლი თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“.


