Accentnews.ge
უკრაინელ აბიტურიენტებს საქართველოში უმაღლესში სწავლის გაგრძელება უგამოცდოდ შეეძლებათ

უკრაინელ აბიტურიენტებს საქართველოში უმაღლესში სწავლის გაგრძელება უგამოცდოდ შეეძლებათ

20/08/2022 11:58:07 საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.

გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ჩატარდა. გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო.

“უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S