Accentnews.ge
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა

20/08/2022 11:30:23 მსოფლიო

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო დახმარების მანქანას, სახანძრო მანქანასა და ავტობუსს შეეჯახა, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 2 მედიკოსი და 2 ჟურნალისტი. დაშავებულია 22 პირი. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან.

ადგილზე მაშველები, მეხანძრეები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S