Accentnews.ge
მედია – აშშ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში რუსეთის შეყვანის საკითხს სიფრთხილით ეკიდება

მედია – აშშ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში რუსეთის შეყვანის საკითხს სიფრთხილით ეკიდება

20/08/2022 11:12:29 მსოფლიო

აშშ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში რუსეთის შეყვანის საკითხს სიფრთხილით ეკიდება, – იუწყება Politico შეერტებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, აშშ–ის ქმედების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად სახელდება, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ მიღწეული შეთანხმების რისკის ქვეშ დაყენება.

"გარდა ამისა, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში რუსეთის შეყვანა გამოიწვევს დამატებითი სანქციებს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგალითად, ბირთვულ მასალების თაობაზე აშშ-რუსეთის თანამშრომლობაზე. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, აშშ–ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციები პრაქტიკულად ემთხვევა იმ ზომებს, რომლებსაც ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარება ითვალისწინებს", – იტყობინება გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კიევი და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ვაშინგტონს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად ოფიციალურად აღიაროს. აღნიშნულ მოწოდებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს.

აშშ–ს ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად ამ დროისთვის სახელმწიფო (კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა) ჰყავს ოფიციალურად აღიარებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S