"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ არსებობს არავითარი სხვა სცენარი, რუსეთის სამხედრო მარცხის გარდა"
19/08/2022 13:12:47 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის არდამარცხება მსოფლიოს ქაოსსა და სისხლიან ბნელ საუკუნეებში დააბრუნებს.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ არსებობს არავითარი სხვა სცენარი, რუსეთის სამხედრო მარცხის გარდა, - მსოფლიო ლიდერებმა ეს კარგად უნდა გააცნობიერონ, რადგან ნებისმიერი სხვა სცენარი მსოფლიოს ქაოსსა და სისხლიან ბნელ საუკუნეებში დააბრუნებს”, –წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლვოვში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაერო-ს გენმდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ერდოღანმა კიევს რუსეთთან მოლაპარაკებები შესთავაზა.


