Accentnews.ge
კადიროვი უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩნებს ემუქრება: "შურისძიება სასტიკი იქნება"

კადიროვი უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩნებს ემუქრება: "შურისძიება სასტიკი იქნება"

19/08/2022 11:19:25 მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩნებს სისხლის აღებით ემუქრება.

"ჩვენ თქვენ გაგანადგურებთ. შურისძიება სასტიკი იქნება. სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - აცხადებს კადიროვი.

ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვიან ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონები. გასულ თვეში იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა კადიროვს და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს. იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ანზორ მასხადოვის ვაჟმა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერმა ისლამ ბელოკიევმა ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნისათვის მზადების შესახებ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, "მომზადების მიზანს" არაღიარებული იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობა წარმოადგენს.

12 ივლისს უკრაინის პარლამენტში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს.

სისხლის აღება - ეს არის ჩვეულება, რომელიც განვითარდა, როგორც ოჯახის, კლანის, საზოგადოების ღირსებისა და ქონების დაცვის უნივერსალური საშუალება. ამ ჩვეულების მიხედვით, მოკლულის ნათესავების მოვალეობაა, შური იძიონ მკვლელზე ან მის ნათესავებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S