Accentnews.ge
პრეზიდენტი ერდოღანი:"ჩვენ ჩავშლით თამაშებს ჩვენს რეგიონში"

პრეზიდენტი ერდოღანი:"ჩვენ ჩავშლით თამაშებს ჩვენს რეგიონში"

19/08/2022 09:15:36 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა სირიასთან შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ამის შესახებ მან უკრაინიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები სირიასთან. ამ ნაბიჯების გადადგმით ვიმედოვნებ, რომ ბევრ თამაშს ჩავშლით მთელ რეგიონში, ანუ ისლამური სამყაროს ამ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თურქეთისთვის სირიის ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანია".

"ჩვენ არ გვიჭირავს თვალი სირიის ტერიტორიაზე, რადგან სირიის ხალხი ჩვენი ძმები არიან. ჩვენ იქ ასეთი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ტერიტორიის მთლიანობა", - აღნიშნა მან.

ერდოღანმა დასძინა, რომ ანკარა სირიის პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებლობას იღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S