Accentnews.ge
თურქეთმა სირიაში სახმელეთო ძალები შეიყვანა

თურქეთმა სირიაში სახმელეთო ძალები შეიყვანა

10/10/2019 05:29:25 სხვა, მსოფლიო

თურქეთმა სირიაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილები შეიყვანა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე თურქეთის არმიამ სირიის საზღვართან საავიაციო და საარტილერიო იერიშები მიიტანა. ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი, ხოლო 19 დაიჭრა. მედია წერს, რომ თურქი სამხედროების საპასუხოდ, დაუდგენელმა დაჯგუფებებმა სირიის ტერიტორიიდან თურქეთისკენ ისროლეს ექვსი რაკეტა, ხოლო ქურთმა მეამბოხეებმა ქალაქ ელ-ჰასაკაში რამდენიმე ნავთობსაბადოს ცეცხლი წაუკიდეს.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებულ ფორმირებების წინააღმდეგ. აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ "დაუსრულებელი ომებიდან" გადის, ოლო თუ თურქეთი ქურთებს გაანადგურებს, თავად გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას და ის ამისთვის სანქციებზე მკაცრ ზომებს განიხილავს.   

ქურთი და არაბი მებრძოლების კავშირმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას და გაეროს მოუწოდა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ზონა შექმნან, რადგან თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას და „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინებას გამოიწვევს.

სირიაში შექმნილი ვითარების გამო 10 ოქტომბერს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S