Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის ექს–მინისტრი: "რუსული ჯარები ახლა იმყოფებიან ისეთ ვითარებაში, როდესაც  წინსვლა არ შეუძლიათ"

უკრაინის თავდაცვის ექს–მინისტრი: "რუსული ჯარები ახლა იმყოფებიან ისეთ ვითარებაში, როდესაც  წინსვლა არ შეუძლიათ"

19/08/2022 08:26:03 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ექს–მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი აცხადებს, რომ "რუსული ჯარები ახლა იმყოფებიან ისეთ ვითარებაში, როდესაც წინსვლა არ შეუძლიათ". ამის შესახებ მან CNN–თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ომი ახლა ისეთ ფაზაშია, როცა რუსები ვერსად გადაადგილდებიან იმ იარაღის გამო, რომელიც დასავლეთმა მოგვაწოდა. ჩვენ ახლა მოვახერხეთ მათი გაჩერება“, - განაცხადა ზაგოროდნიუკმა.

მისი თქმით, უკრაინას არ აქვს სათანადო იარაღი სრულფასოვანი კონტრშეტევის განხოციელებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჩვენ მოვახერხეთ რუსების შეჩერება, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სათანადო იარაღი სერიოზული და სრულფასოვანი კონტრშეტევისთვის”, - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S