მედია – ბაიდენის ადმინისტარცია უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
19/08/2022 06:50:56 მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტარცია უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გააკეთოს.
როგორც გამოცემა იტყობინება, არ არის გამორიცხული, რომ დასახელებული თანხის ოდენობაც შეიცვალოს.
ცნობისთვის: ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების საჭიროებებისთვის დღემდე დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.


