Accentnews.ge
საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში შტორმს 13 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში შტორმს 13 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

19/08/2022 06:35:43 მსოფლიო

ძლიერმა შტორმმა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ტერიტორიები დააზარალა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება BBC.

გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

დაღუპულთა უმეტესობა ხეების წაქცევას ემსხვერპლა. ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში, ავსტრიაში და საფრანგეთში.

კორსიკაზე, სადაც ქარის სიჩქარემ 224 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულზე 6 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა დაიღუპა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

ავსტრიაში ხის წაქცევას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, იტალიაში, ტოსკანის რეგიონში შტომის შედეგად ქალი და მამაკაცი დაიღუპა.

ტოსკანის რეგიონალურმა ლიდერმა ევგენიო ჯიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ეშმაკის ბორბალი უკონტროლოდ ტრიალებს პიომბინოში ძლიერი ქარის დროს:

ევროპაში ქარი და ნალექი რამდენიმეკვირიან გვალვასა და მაღალ ტემპერატურას მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S