
უჯარმაში, მდინარე იორის არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს
19/08/2022 06:29:00 საზოგადოება
უჯარმაში, მდინარე იორი არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები ადგილზე გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ.