პუტინი და სი ძინპინი "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრებიან
19/08/2022 06:25:29 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ნოემბერში "დიდი ოცეულის" სამიტზე ჩავლენ, რომელიც კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.
ინდონეზია წელს "დიდი ოცეულის" თავმჯდომარე ქვეყანაა. მას დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, გაეუქმებინა ვლადიმირ პუტინის სამიტზე მიწვევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
სხენებული სამიტი პირველი გლობალური ღონისძიება იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, რომელსაც პუტინი დაესწრება. ასევე პირველი მაღალი რანგის ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტისთვის ტაივანში დაძაბულობის ზრდის ფონზე.


