მედია – ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროპორტთან, სულ მცირე, 4 აფეთქება მოხდა
19/08/2022 06:03:31 მსოფლიო
18 აგვისტოს ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროპორტთან, სულ მცირე, 4 აფეთქება მოხდა, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, აფეთქებები სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ბელბეკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სევასტოპოლის გუბერნატორი აცხადებს, რომ "არანაირი დაზიანება არ არის. არავინ დაშავებულა".
იგი ირწმუნება, რომ რუსეთის საზენიტო ძალებმა უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ორი აფეთქება მოხდა. დილით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, კიდევ ერთი აფეთქება სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში სამხედრო ავიაბაზასთან მოხდა. ყირიმში აფეთქების შესახებ ცნობები 9 აგვისტოსაც გავრცელდა. როგორც დასავლური მედია იუწყება, "საკის" აეროდრომზე რუსული თვითმფრინავები განადგურდა, იერიშის უკან კი უკრაინა იდგა.


