BBC – რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა
19/08/2022 05:49:30 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა, – იუწყება BBC.
გამოცემა აქვეყნებს მონაცემებს უკრაინის ომში რუსეთის დანაკარგთან დაკავშირებით. ღია წყაროებზე დაყრდნობით 5702 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობის დადგენა მოხდა. მისი ცნობით, ყველაზე ხშირად ომში რუსეთის მხრიდან უმცროსი ოფიცრები იღუპებიან.
BBC აღნიშნავს, რომ გამოცემა ცოცხალი ძალის დანაკარგის მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემები შესაძლოა, 40-60%-ით ნაკლები იყოს დაღუპულთა რეალურ რაოდენობაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს ოფიციალურად მარტში გამოაცხადა ომის დროს დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელიც კრემლის თანახმად, 1 351-ს არ აღემატებოდა.
გასულ კვირაში The New York Times აშშ-ის დაზვერვისა და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის ომში ყოველ დღე 500-მდე რუსი ჯარისკაცი იღუპება ან შავდება.


