ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკებებზე: “ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან გავიდეს და შემდეგ გადავწყვეტთ ყველაფერს”
18/08/2022 18:05:54 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების თემაზე თურქი კოლეგის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინადადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ჯერ რუსულმა ჯარმა უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა დატოვოს.
“ბატონმა ერდოღანმა მითხრა, რომ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური ფანჯარა, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. მე მას ვუთხარი ჩემი მოსაზრება ამის შესახებ. რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით, ამიტომ ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ყველაფერს” – განაცხადა დღეს მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზელენსკიმ.
ცნობისთვის: დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები მარცვლეულის ექსპორტი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაცია იყო.


