Accentnews.ge
უკრაინელებმა 50 მლნ დოლარის ღირებულების უახლესი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა 50 მლნ დოლარის ღირებულების უახლესი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს

18/08/2022 17:33:48 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს მორიგი რუსული საფრენი აპარატი - 50 მლნ დოლარის ღირებულების უახლესი გამანადგურებელი Су-30СМ ჩამოაგდეს - იუწყება უკრაინული მედია.

მისივე ინფორმაციით, გამანადგურებელი საბორტე ნომრით RF81771 ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე იყო ოკუპანტების იმ საფრენი აპარატებიდან, რომლებიც ხარკოვის ოლქს ბომბავდნენ.

ეს მოდელი გამოშვებულია 2018 წელს ირკუცკის ავიაქარხნის მიერ და იმავე წლიდან კურსკის მე-14 საავიაციო პოლკის შეიარაღებაში ირიცხებოდა. ქალაქი კურსკი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ხსენებული პოლკის მეთაურის მოადგილე სერგეი კოსიკი, რომელიც ერთ-ერთ გამანადგურებელს პირადად მართავდა, მარტში იქნა დატყვევებული. ამჟამად იგი უკრაინის ტერიტორიაზე ტყვეობაში რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S